bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 2
1 Timothy 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
1
შეგაგონებ, რომ უწინარეს ყოვლისა აღასრულო ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლობანი ყოველი ადამიანისათვის,
2
მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრულ ღვთისმოსაობასა და პატიოსნებაში,
3
ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე,
4
რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას.
5
რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო,
6
რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად, ეს იყო მოწმობა, რომელიც განხორციელდა თავის დროზე,
7
რისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მოძღვრად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
8
ამგვარად, ჩემი სურვილია, რომ ყველა ადგილას ლოცულობდნენ კაცები, წმიდა ხელების აპყრობით, რისხვისა და კამათის გარეშე.
9
ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით,
10
არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს.
11
ქალი უნდა სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
12
ქალს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ მდუმარედ იყოს.
13
რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
14
და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და ცოდვაში ჩავარდა.
15
თუმცა გადარჩება შვილიერებით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში წესიერებით.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
Recommended Reading
Commentary
1 Timothy Commentaries
→
Devotional
1 Timothy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→