bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 4
1 Timothy 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
1
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
2
თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია,
3
რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და მოითხოვენ თავშეკავებას საკვებისაგან, რომელიც ღმერთმა შექმნა, რათა მადლობით მიიღონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.
4
რადგან ღმერთის ყოველი ქმნილება კარგია და არაფერია უარსაყოფი, არამედ მადლიერებით მისაღები,
5
რადგან იწმიდება ღმერთის სიტყვით და ლოცვით.
6
თუ ამას შთააგონებ ძმებს, ქრისტე იესოს კეთილი მსახური იქნები, გამოზრდილი რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი მოძღვრებით, რომელსაც შეუდექი.
7
უკეთურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვრთენი.
8
რადგან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც.
9
ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული შეწყნარებისა.
10
რადგან იმისათვის ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მხსნელია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა.
11
ეს ამცნე და ასწავლე.
12
ნურავინ დაგამცირებს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, რწმენით, სიწმიდით.
13
ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, ნუგეშისცემას და სწავლებას.
14
ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით, უხუცესთა ხელდასხმით.
15
ამაზე იზრუნე და ამაში იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება.
16
გაუფრთხილდი თავს და მოძღვრებას. ამას უერთგულე, რადგან ასე მოქცევით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6