bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 3
1 Timothy 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
1
სარწმუნოა ეს სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს.
2
ეპისკოპოსი უნდა იყოს შეუბღალავი, ერთი ცოლის ქმარი, თავშეკავებული, გონიერი, მოწესრიგებული, სტუმართმოყვარე, მასწავლებელი,
3
არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე,
4
თავისი სახლის კეთილად განმგებელი, შვილები მორჩილებაში ჰყავდეს სრული ღირსებით.
5
რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღმერთის ეკლესიაზე?
6
ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ ჩავარდეს.
7
მართებს კარგი მოწმობა ჰქონდეს გარეშეთა შორის, რათა გაკიცხვა არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
8
დიაკვნებიც ასევე პატიოსნები უნდა იყვნენ, არა ორპირნი, ღვინოს ნაკლებად მიძალებულნი, არა ანგარებიანნი,
9
რწმენის საიდუმლოების წმიდა სინდისით შემნახველნი.
10
ესენიც წინასწარ უნდა გამოიცადონ და მერე, თუ შეუბღალავი აღმოჩნდებიან, იდიაკვნონ.
11
მათი ცოლებიც პატიოსნები უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში სარწმუნონი.
12
დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და საკუთარი სახლის კარგი განმგებელი.
13
რადგან კეთილად მომსახურენი იმზადებენ კეთილ პატივს და დიდ სიმხნევეს ქრისტე იესოს რწმენაში.
14
ამას გწერ შენ იმედით, რომ მალე მოვალ შენთან,
15
მაგრამ თუ დამაგვიანდა, რომ იცოდე, როგორ მოიქცე ღმერთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6