bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 6
1 Timothy 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
1
მონობის უღელქვეშ მყოფებმა ყოველგვარი პატივი მიაგონ თავიანთ პატრონებს, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი და მოძღვრება.
2
რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რაკი ისინი ძმები არიან. არამედ კიდევ უფრო უკეთესად ემსახურონ, რადგან მორწმუნენი არიან და საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
3
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას,
4
ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი,
5
გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ.
6
დიდად სასარგებლოა ღვთისმოსაობა და მცირედით კმაყოფილება.
7
რადგან არაფერი მოგვიტანია ქვეყნად და ვერც ვერაფერს წავიღებთ.
8
ამიტომ თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას.
9
ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს.
10
რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.
11
შენ კი, ღმერთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და თვინიერებას.
12
იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი მრწამსი მრავალი მოწმის წინაშე.
13
გავალებ ცხოველმყოფელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც პონტოელი პილატეს დროს კეთილი მრწამსი დაამოწმა,
14
რომ უბიწოდ და შეუბღალავად დაიცვა მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე,
15
რომელსაც თავის ჟამს გამოავლენს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი,
16
ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს ხილვა. მას პატივი და საუკუნო ძლიერება. ამინ.
17
ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, –
18
იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.
19
დაიუნჯონ საუნჯე კეთილი მომავლის საფუძვლად, რათა მოიხვეჭონ ნამდვილი სიცოცხლე.
20
ო, ტიმოთე, დაიმარხე შენთვის მონდობილი, განერიდე უკეთურ ლაყბობას და ცილობებს ცრუ ცოდნისა,
21
ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი თქვენთან.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
All chapters:
1
2
3
4
5
6