bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 5
1 Timothy 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
1
ნუ გაკიცხავ მოხუცებულს, არამედ დაარიგე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები,
2
ხნიერი ქალები – როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
4
ხოლო თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში უნდა ისწავლონ ღვთისმოსაობა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, რადგან ეს კარგია და მოსაწონია ღმერთის წინაშე.
5
ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
6
განცხრომის მაძიებელი კი ცოცხლად მკვდარია.
7
ეს ამცნე, რათა შეუბღალავნი იყვნენ.
8
ხოლო ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9
ქვრივად უნდა შეირაცხოს 60 წელს გადაშორებული, ერთი ქმრის ნაცოლარი,
10
ცნობილი კარგი საქმეებით, თუ გამოუზრდია შვილები, თუ უმასპინძლია უცხოთათვის, თუ უბანია ფეხები წმიდათათვის, თუ დახმარებია გაჭირვებულებს, მიჰყოლია ყოველ კეთილ საქმეს.
11
ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ.
12
მაშინ ისინი სასჯელის თანამდებნი არიან, რადგან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
13
ამას გარდა, ეჩვევიან უსაქმურად კარდაკარ სიარულს, და არა მარტო უსაქმურნი არიან, არამედ ჭორიკნებიც და ცნობისმოყვარენიც და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ მართებთ.
14
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი.
15
რადგან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
16
თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები, არჩინოს ისინი და ტვირთად ნუ დააკისრებს ეკლესიას, რათა ეკლესიამ შეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
17
ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით.
18
რადგან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა.“
19
ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე.
20
შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
21
ღმერთისა და უფალი ქრისტე იესოს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, პირუთვნელად დაიცვა ეს და არაფერი გააკეთო მიკერძოებით.
22
არავის დაადო ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმიდად შეინახე თავი.
23
ამიერიდან ნუღარ სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც შეურიე შენი კუჭისა და შენი ხშირი ავადმყოფობის გამო.
24
ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადია და სამსჯავროსაკენ მიუძღვიან, ზოგიერთს კი უკან მიჰყვებიან.
25
ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6