bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 1
Ephesians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
1
პავლე, ღმერთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
2
მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3
კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა,
4
როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით.
5
წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ,
6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში.
7
მასში გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, ცოდვების მოტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად,
8
რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით,
9
რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისი სათნოყოფით, რომელიც წინასწარ განაჩინა მასში
10
ჟამთა აღვსების განსაგებელად, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა.
11
მასში ვპოვეთ კიდეც მემკვიდრეობა წინასწარ განწესებულებმა მისი განჩინების თანახმად, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნების გადაწყვეტილებით,
12
რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
13
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდის მიერ,
14
რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის წინდია, მისი საკუთრების გამოსასყიდად, მისი დიდების საქებად.
15
ამიტომ მეც, როცა მოვისმინე უფალ იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმიდის მიმართ თქვენი სიყვარულის შესახებ,
16
არ ვწყვეტ ღმერთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში,
17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18
და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,
19
და რა განუზომელია მისი ძალის მოქმედების სიდიადე ჩვენს მიმართ, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით,
20
რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში
21
ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი სახელდებულია არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც.
22
და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას,
23
რომელიც არის მისი სხეული, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეთი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6