bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 5
Ephesians 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
1
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა,
2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
3
სიძვა და ყოველგვარი უწმიდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით.
4
ასევე უგვანი საქციელი, ფუჭსიტყვაობა თუ ლაქლაქი არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი,
5
რადგან ეს იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღმერთის სასუფეველში.
6
არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7
ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9
რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში.
10
გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11
ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ.
12
რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13
ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება,
14
რადგან ყოველი გამომჟღავნებული ნათელია. ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
15
მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16
გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია.
17
ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება.
18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20
მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას.
21
დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით.
22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23
რადგან ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი სხეულის მაცხოვარი.
24
როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც უნდა დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს ყველაფერში.
25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26
რათა წმიდაეყო იგი, განეწმიდა წყალში განბანით სიტყვით.
27
რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან კვალი წყლულისა, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28
ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. თავისი ცოლის მოყვარულს, თავისი თავი უყვარს.
29
რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, როგორც ქრისტე ეკლესიას.
30
იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31
ამის გამო მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთხორცად იქნებიან.
32
დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე.
33
ასევე თქვენც, თითოეულს, უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ქმრის მოწიწება ჰქონდეს.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6