bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 6
Ephesians 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს სამართლიანია.
2
„პატივი ეცი შენს მამას და დედას,“ – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, –
3
„რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.“
4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით.
5
დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, წრფელი გულით, როგორც ქრისტეს,
6
არა მოჩვენებით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც მთელი გულით ასრულებენ ღმერთის ნებას
7
და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.
8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს ჩადის, მასვე მიიღებს უფლისაგან, მონა იქნება, თუ თავისუფალი.
9
თქვენ კი, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და იგი მიკერძოებული არ არის.
10
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11
შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12
რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13
ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ.
14
მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,
15
და ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნით.
16
და ყველაფერ ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და მუდამ იფხიზლეთ ამაზე ყოველგვარი სიმხნევით და ლოცვით ყველა წმიდისათვის,
19
ჩემთვისაც, რათა მომეცეს მე სიტყვა და ჩემი პირით ცხადად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20
რომლის ბორკილდადებული ელჩიცა ვარ, – რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21
რომ თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და რას ვაკეთებ, ყოველივეს გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის სარწმუნო მსახური,
22
რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღმერთისაგან და უფალი იესო ქრისტესაგან.
24
მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
All chapters:
1
2
3
4
5
6