bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 3
Ephesians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
1
ამიტომ ვარ მე, პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი თქვენთვის, წარმართებისათვის, –
2
თქვენ ხომ ისმინეთ ღმერთის მადლის განმგებლობაზე, რომელიც მომეცა მე თქვენთვის.
3
გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.
4
როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი,
5
რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, –
6
რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ ქრისტეში სახარების მეშვეობით,
7
რომლის მსახური გავხდი ღმერთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით.
8
მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი – მეხარებინა წარმართთათვის ქრისტე იესოს მიუწვდომელი სიმდიდრე
9
და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განმგებლობა ყოვლის შემქმნელ ღმერთში,
10
რათა ეუწყოს ახლა ეკლესიის მიერ მთავრობათ და ხელმწიფებათ ცათა შინა ღმერთის მრავალგვარი სიბრძნე
11
მარადიული განჩინებით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,
12
რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისდამი რწმენის მეშვეობით.
13
ამიტომ გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ ჩემი გასაჭირის გამო თქვენთვის, რომელიც თქვენი დიდებაა.
14
ამისათვის ვიდრეკ მუხლს მამის წინაშე,
15
ვისგანაც სახელდებულია ყოველი სახლეული ცაში და მიწაზე,
16
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად,
17
ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენის მეშვეობით თქვენს გულებში, და იყოთ სიყვარულში ფესვგადგმულები და დაფუძნებულები,
18
რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, თუ რა არის სიგანე და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე,
19
და შეიცნოთ ცოდნას აღემატებული ქრისტეს სიყვარული, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
20
ხოლო მას, ვისაც შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, ჩვენში მოქმედი ძალისამებრ,
21
მას დიდება ეკლესიაში და ქრისტე იესოში, ყველა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6