bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 2
Ephesians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
1
თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით,
2
რომლებშიც ოდესღაც იარებოდით ქვეყნიერების ამ ჟამისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩობის შვილებში რომ მოქმედებს.
3
ჩვენც ყველანი მათში ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და ლტოლვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად,
4
მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა,
5
ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გამოხსნილნი, –
6
და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში,
7
რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
8
რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია,
9
არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქადოს,
10
რადგან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა მათში ვიაროთ.
11
ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა,
12
რომ იმ ჟამს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობისაგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით ამქვეყნად.
13
ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.
14
რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე,
15
გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, მცნებათა რჯული თავისი ბრძანებებიანად, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობისმყოფელი.
16
და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, მასში მტრობის მოკვდინებით.
17
და მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ, შორებელთ და ასევე მშვიდობა – ახლობელთ,
18
რადგან მის მიერ ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან.
19
ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი,
20
დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
21
რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,
22
რომელზეც თანაშენდებით თქვენც ღმერთის საცხოვრისად სულში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6