bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ephesians 4
Ephesians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
1
ამგვარად, მე, პატიმარი უფალში, შეგაგონებთ მოიქცეთ ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ,
2
მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით.
3
ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში:
4
ერთი სხეული და ერთი სული, როგორც მოწოდებულნი ხართ კიდეც თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში.
5
ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება,
6
ერთი ღმერთი და ყოველთა მამა ყოველთა ზედა, მოქმედი ყოველთა მიერ და მყოფი ყველაში.
7
ხოლო თითოეულ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ.
8
ამიტომ არის ნათქვამი: „ავიდა სიმაღლეზე, დაატყვევა ტყვეობა და უბოძა ნიჭები ადამიანებს.“
9
ხოლო „ავიდა“ განა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?
10
ხოლო ჩასული იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,
12
რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას,
14
რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15
არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე,
16
ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში.
17
ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი ამაოებაზე მიპყრობილი გონებით,
18
გონებადაბნელებულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19
ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20
ხოლო თქვენ ასე არ შეგიცნიათ ქრისტე, –
21
თუ მართლაც გსმენიათ მისგან და მასში ხართ განსწავლულნი, – რომ იესოშია ჭეშმარიტება.
22
მიტოვებული გაქვთ ძველი ადიმიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი,
23
და განახლებულნი ხართ თქვენი გონების სულით,
24
და შეგიმოსიათ ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით.
25
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა თქვენგანმა თავის ახლობელს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთიმეორის ასონი ვართ.
26
თუ განრისხდებით, ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაში.
27
ნუ მისცემთ ადგილს ეშმაკს.
28
მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.
29
ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
30
ნუ შეაწუხებთ ღმერთის წმიდა სულს, რომლითაც თქვენ აღბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისათვის.
31
ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32
იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6