bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 1
Esther 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
1
ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც 127 ქვეყანაზე მეფობდა ინდოეთიდან ვიდრე ქუშამდე.
2
როდესაც ის თავის სამეფო ტახტზე იჯდა ციხე-ქალაქ შუშანში,
3
თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი გაუმართა ყველა თავის მთავარსა და კარისკაცს. სპარსეთისა და მიდიის მხედართმთავრები, დიდებულები და სამთავროთა განმგებლებიც მის წინაშე ისხდნენ.
4
იგი უჩვენებდა თავისი სამეფოს დიდ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას და მშვენიერებას მრავალ დღეს, 140 დღეს.
5
ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც, სატახტო ქალაქ შუშანში იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ბაღში.
6
მარმარილოს სვეტებს შორის ვერცხლის რგოლებზე ბისონის ძოწეული ზონრებით თეთრი და ცისფერი ფარდები ეკიდა; ოქროსა და ვერცხლის ტახტები იდგა მწვანე, თეთრ, ყვითელ და შავ მარმარილოს იატაკზე.
7
სასმელს ოქროს აზარფეშებით სვამდნენ, ნაირ-ნაირი სასმისებით; სამეფო ღვინო უხვად იყო, მეფის სიუხვისამებრ.
8
და სვამდნენ წესიერად, დაუძალებლად, რადგან ასე ჰქონდა დადგენილი მეფეს თავისი სახლთუხუცესებისათვის, რათა თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ.
9
და ვაშთი დედოფალმაც გამართა ბანოვანთათვის ნადიმი მეფე ახაშვეროშის სასახლეში.
10
და მეშვიდე დღეს, როცა ღვინით მოილხინა მეფის გულმა, მან უბრძანა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს – შვიდ საჭურისს, რომელნიც მეფე ახაშვეროშის წინაშე მსახურობდნენ,
11
მოეყვანათ მეფის წინაშე ვაშთი დედოფალი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და მთავრებისათვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი სანახავი იყო იგი.
12
მაგრამ არ ინება ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, რაც საჭურისთა პირით ეუწყა მას. ძლიერ გაგულიდა მეფე და რისხვით აენთო.
13
და ჰკითხა მეფემ დრო-ჟამთა მცოდნე ბრძენკაცებს, რადგან მეფეს ჩვეულებად ჰქონდა, რჩევა ეკითხა რჯულისა და სამართლის ყოველი მცოდნისათვის;
14
რომელთა შორისაც იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი – სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის პირის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი:
15
რჯულის მიხედვით, რა უნდა ვუყოთო ვაშთი დედოფალს, რომ არ შეასრულაო მეფე ახაშვეროშის ბრძანება, რაც საჭურისთა პირით ეუწყაო?
16
და თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: არა მარტო მეფის წინაშე დააშავაო ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავრისა და ხალხის წინაშეც, ვინც კი მეფე ახაშვეროშის სამეფოებში ცხოვრობენ.
17
რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი ქალებს და ისინიც აითვალწუნებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა მის წინაშე მოეყვანათ ვაშთი დედოფალი, მაგრამ არ ეახლაო იგი.
18
და დღესვე სპარსეთისა და მიდიის ბანოვანები, რომელნიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, ასევე შეეპასუხებიან მეფის ყველა მთავარს, ბევრი დამცირება და წყენა შეგვხვდება.
19
თუ მეფე ინებებს, გასცეს მეფური ბრძანება და ჩაიწეროს იგი სპარსეთისა და მიდიის რჯულში და არ შეიცვალოს, რომ ვაშთი აღარ შევიდეს მეფე ახაშვეროშის წინაშე; ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას გადასცეს, მასზე უკეთესს.
20
როცა გაიგებენ მეფის ამ დადგენილებას, რომელიც გავრცელდება მთელ მის სამეფოში, თუმცა კი უვრცელესია იგი, ყველა ცოლი, ბანოვანიდან დაწყებული მდაბიომდე, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს.
21
და მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, და მოიქცა მეფე მემუქანის სიტყვისამებრ,
22
და დაუგზავნა წერილები თავის სამთავროებს – თითეულ სამთავროს თავისი დამწერლობით, თითეულ ხალხს თავის ენაზე, რათა ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში, და რომ ეს ყველას გამოსცხადებოდა მის ბუნებით ენაზე.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10