bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 5
Esther 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 6 →
1
მესამე დღეს შეიმოსა ესთერი დედოფლურად და დადგა მეფის სასახლის შიდა ეზოში, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
2
და, როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაუწოდა მეფემ მას ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, და მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო.
3
და უთხრა მას მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? და რა სათხოვარი გაქვს? თუნდაც ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა!
4
და უთხრა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.
5
და ბრძანა მეფემ: სასწრაფოდ დამიძახეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის სიტყვა! და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერს ჰქონდა მომზადებული.
6
და უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა არის შენი სათხოვარი? მოგეცემა. რა არის შენი სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება!
7
და მიუგო ესთერმა: ეს არის ჩემი სახვეწარი და სათხოვარი:
8
თუ მადლი მიპოვია მეფის თვალში და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და ჩემი სახვეწრის აღსრულებას, მოვიდეს მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც მათ მოვუმზადებ, და ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!
9
და გავიდა ჰამანი იმ დღეს მხიარული და გულსავსე, მაგრამ როგორც კი ჰამანმა მეფის კარიბჭესთან თვალი მოჰკრა მორდექაის, რომელიც არ წამომდგარა მის წინაშე და არც განძრეულა, რისხვით აღეგზნო ჰამანი მორდექაის მიმართ.
10
მაგრამ შეიკავა თავი ჰამანმა და მივიდა თავის სახლში და დაიბარა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.
11
და მოუთხრო მათ ჰამანმა ამბავი თავისი დიდი დოვლათის, თავისი უამრავი ვაჟისა და ყოველივე იმისა, რითაც განადიდა იგი მეფემ და აღაზევა მეფის მთავრებზე და მსახურებზე.
12
და თქვა ჰამანმა: დედოფალ ესთერს არავინ მოუწვევია მეფესთან ერთად თავის მომზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი და მე ხვალაც მიწვეული ვარ მასთან მეფესთან ერთად.
13
და ეს ყოველივე არაფრად მიღირს მანამ, სანამ იუდაელ მორდექაის ვხედავ მეფის კარიბჭესთან მჯდარს.
14
და უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მისმა მეგობარმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოახრჩონ მორდექაი, მერე წადი მეფესთან ერთად ნადიმზე მხიარული. და მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10