bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 8
Esther 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 9 →
1
იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს იუდაელთა მტრის, ჰამანის, სახლი. მორდექაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინც იყო იგი მისი.
2
და წაიძრო მეფემ თავისი ბეჭედი, ჰამანისთვის ჩამორთმეული, და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა მორდექაი ჰამანის სახლის მოურავად დააყენა.
3
კვლავ დაელაპარაკა მეფეს ესთერი, ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა; ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტი განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული.
4
და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი; და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.
5
და თქვა: თუ მეფე ინებებს, და თუ მე წყალობა მიპოვია მის წინაშე, და თუ ეს საქმე სწორია მეფის წინაშე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს ჰამანის, ჰამედათა აგაგელის ძის, მიერ შეთხზულ წერილებს, რომლებიც მან დაწერა იუდაელთა მოსასპობად, რომელნიც მეფის ყველა სამთავროში ცხოვრობენ.
6
რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა დაატყდეს? როგორ ვუყურო ჩემი სამშობლოს დაღუპვას?!
7
და უთხრათ მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდაელ მორდექაის: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, ჰამანი კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან მან იუდაელებზე აღმართა ხელი.
8
და თქვენ დაწერეთ მეფის სახელით იუდაელებზე, რაც გაგიხარდებათ, და მეფისავე ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი.
9
მაშინ მოუხმეს მეფის მწიგნობრებს მესამე თვის, ანუ სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ იუდაელებს, სატრაპებს, განმგებლებს, სამთავროთა მთავრებს ინდოეთიდან ქუშამდე, 127 სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით, ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.
10
და მან დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, და დაბეჭდა მეფის ბეჭდით, და დააგზავნა წერილები სამეფო ბედაურებზე ამხედრებული მალემსრბოლების ხელით,
11
ის, რომ მეფე ნებას აძლევდა იუდაელებს, რომელ ქალაქებშიც არ უნდა იყვნენ, რათა შეიკრიბნენ და დაიცვან თავი; გაწყვიტონ, დახოცონ და დაღუპონ იმ ხალხისა და სამთავროს ყოველი მძლავრი, რომელიც მტრობს მათ; მათი ბალღებიცა და ქალებიც არ დაინდონ, და მათი მონაგარი მიიტაცონ,
12
მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში ერთი დღის განმავლობაში – მეთორმეტე თვის, ანუ ადარის მეცამეტე დღეს.
13
წერილის პირი უნდა გადაეცათ, როგორც კანონი, ყველა სამთავროში, მთელი ხალხისათვის გამოსაცხადებლად, რომ იუდაელები მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის, თავიანთ მტრებზე შურისსაძიებლად.
14
და სამეფო ბედაურებზე ამხედრებულმა მალემსრბოლებმა მეფის ბრძანებით აჩქარებულებმა და გამალებულებმა გაჰქუსლეს. განკარგულება, სატახტო ქალაქ შუშანშიც, იქნა გამოცხადებული.
15
და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ზეიმობდა და ხარობდა.
16
და იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და პატივი.
17
ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ნადიმი და დღეობა. ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდაელი გახდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10