bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 6
Esther 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 7 →
1
იმ ღამეს ძილი გაუკრთა მეფეს. და ბრძანა მოეტანათ ყოველდღიური ამბების ჩანაწერების წიგნი, და როდესაც ის წაკითხულ იქნა მეფის წინაშე,
2
აღმოჩნდა ჩანაწერი თუ როგორ ამხილა მორდექაიმ ბიგთანა და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველნი, რომელთაც მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა ჰქონდათ განზრახული.
3
და თქვა მეფემ: რა პატივი და დიდება მიაგესო მორდექაის ამისათვის? და მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: მას არაფერი რგებიაო.
4
და იკითხა მეფემ: ვინ არისო ეზოში? ხოლო ჰამანი იყო მოსული მეფესთან იმის სათქმელად, რომ ჩამოეხრჩოთ მორდექაი მისთვის გამზადებულ ძელზე.
5
და მოახსენეს მეფის მსახურებმა მას: აჰა, ჰამანი დგასო ეზოში. და ბრძანა მეფემ: შემოვიდესო.
6
და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს? და გაიფიქრა ჰამანმა გულში: ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემიო?
7
და უთხრა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს,
8
უბოძონ სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იგი იჯდა, როცა გვირგვინი უკურთხეს.
9
ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და იყვირონ მის წინაშე: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს!
10
და უბრძანა მეფემ ჰამანს: ახლავე აიღეო მოსასხამი და ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლოო შენს ნათქვამს.
11
და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ამხედრებული გაიყვანა ქალაქის მოედანზე და მის წინაშე ყვიროდა: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს!
12
და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული.
13
და უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და ყველა თავის მეგობარს, ყველაფერი, რაც მას შეემთხვა. და უთხრეს მას მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ მორდექაი, რომლის გამოც ემხობი, იუდაელთა მოდგმისაა, მაშინ ვერ დასძლევო მას, უსათუოდ დაემხობიო მის წინაშე.
14
ისინი ჯერ კიდევ ამას ელაპარაკებოდნენ, რომ მოვიდნენ მეფის საჭურისები და დააჩქარეს ჰამანი, ესთერის მიერ მომზადებულ ნადიმზე წასასვლელად.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10