bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 3
Esther 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 4 →
1
ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი, ჰამედათა აგაგელის ძე, აღაზევა იგი და დაუდგა ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა.
2
და მეფის ყველა მსახური, ვინც კი მეფის კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი იყო მეფის ბრძანება. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა.
3
და ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომელნიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ: მეფის ბრძანებას რატომ არ ემორჩილებიო?
4
დღითი დღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, ჰამანს მიუტანეს ამბავი, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა თავის სიტყვაზე მორდექაი, რადგან მას ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო.
5
და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით.
6
ითაკილა მარტო მორდექაიზე აღემართა ხელი, რადგან მისთვის ნათქვამი ჰქონდათ, რომელ ერს ეკუთვნოდა მორდექაი. გადაწყვიტა ჰამანმა გაენადგურებინა მთელი იუდაელობა, მორდექაის ერი, ახაშვეროშის მთელ სამეფოში.
7
და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს დღითი დღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა.
8
და უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისაგან, და არ ასრულებენ მეფის კანონებს, და არ შეშვენის მეფეს მათი დატოვება.
9
თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. 10 ათას ტალანტ ვერცხლს მივუწონი ხელში მეფის მოურავებს, რათა მეფის საგანძურებში შეიტანონ.
10
და წაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ის ჰამანს, ჰამედათა აგაგელის ძეს, იუდაელთა მტერს.
11
და უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოიქეცი, როგორც შენ გენებოსო.
12
და მოუხმეს მეფის მწიგნობრებს პირველი თვის მეცამეტე დღეს და ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს და სამთავროთა განმგებლებს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და დაიბეჭდა მეფის ბეჭდით.
13
და დაუგზავნეს წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროს, რათა გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე; ბალღები და ქალები ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც არის თვე ადარისა და დაეტაცათ მათი ქონება.
14
ბრძანების ნუსხები, როგორც კანონი, უნდა დაეგზავნათ ყველა სამთავროში, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის.
15
მალემსრბოლებმა სწრაფად წაიღეს მეფის განკარგულება და გაცემულ იქნა ბრძანება შუშანში, სატახტო ქალაქში; და დასხდნენ სმად მეფე და ჰამანი; შუშან-ქალაქი კი შეძრული იყო.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10