bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Esther 4
Esther 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 5 →
1
როცა მორდექაიმ შეიტყო ყველაფერი, რაც მოხდა, შემოიხია სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო, თავზე მიწა-მტვერი გადაიყარა, შუაქალაქში გავიდა და ხმამაღლა მოთქვამდა გამწარებული
2
და მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან არ შეიძლებოდა მეფის კარიბჭეში ჯვალოთი შესვლა.
3
ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა, მარხვა, გოდება და ქვითინი ჰქონდათ; ბევრი ძაძებსა და მიწა-მტვერში იჯდა.
4
და მივიდნენ ესთერის მხევლები და მისი საჭურისები და მოახსენეს მას ეს ამბავი. ძლიერ შეძრწუნდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ მან არ მიიღო.
5
და მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მას ემსახურებოდა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა იყო ეს და რის გამო.
6
და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ.
7
და მოახსენა მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და ვერცხლის ზუსტი თანხის ამბავი, რომლის მეფის საგანძურებში შეტანაც ჰქონდა აღთქმული ჰამანს იუდაელთა მოსასპობად.
8
და გადასცა ნუსხა განკარგულებისა, შუშანში რომ იყო გამოსული მათ ამოსაწყვეტად, რათა ეჩვენებინა იგი ესთერისათვის, ეუწყებინა მისთვის და ებრძანებინა, რომ მისულიყო მეფესთან, შევედრებოდა მას და წყალობა გამოეთხოვა მისგან თავისი ერისთვის.
9
და მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის ნათქვამი.
10
და უთხრა ესთერმა ჰათაქს და მორდექაისთან დააბარა:
11
მეფის ყველა მსახურმა და მის სამთავროთა ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი მეფისგან მოუხმობლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი, ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე 30 დღეა, რაც მეფესთან მისასვლელად არ ვყოფილვარ დაძახებული.
12
და მიუტანეს მორდექაის ესთერის ნათქვამი.
13
და მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ შეუთვალა: არ გეგონოს, მეფის სახლიდან მხოლოდ შენ გადარჩე იუდაელთაგან,
14
რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დღისათვის ეწიე შენ დედოფლობას?
15
მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის:
16
წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო!
17
და წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10