bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 1
Galatians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
1
პავლე, მოციქული არა კაცთაგან, არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესი და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
2
და ჩემთან მყოფი ყველა ძმა – გალატიის ეკლესიებს:
3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან,
4
რომელმაც თავისი თავი გასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ამ ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით,
5
რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე.
7
თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.
8
მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს.
9
როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.
10
ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.
11
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, არ არის კაცისმიერი.
12
რადგან არ მიმიღია და არ მისწავლია მე იგი კაცისაგან, არამედ მივიღე იესო ქრისტეს გამოცხადებით.
13
რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი ქცევა იუდაიზმში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
14
და იუდაიზმის მიმდევრობაში მრავალ ჩემს თანატოლს აღვემატებოდი ჩემს მოდგმაში, რადგან ჩემი მამების გადმოცემების უდიდესი მოშურნე ვიყავი.
15
ხოლო როცა ესათნოვა ღმერთს, რომელმაც გამომარჩია დედის მუცლიდანვე და მომიწოდა თავისი მადლით,
16
გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, როდი დავეთათბირე მაშინ ხორცსა და სისხლს,
17
და არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და იქიდან კვლავ დამასკოში დავბრუნდი.
18
შემდეგ, სამი წლის მერე, ავედი იერუსალიმში პეტრეს სანახავად და 15 დღე დავყავი მასთან.
19
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, გარდა უფლის ძმის, იაკობისა.
20
ხოლო ის, რასაც თქვენ გწერთ, მართალია, და არ ვცრუობ ღმერთის წინაშე.
21
ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.
22
იუდეაში კი ქრისტეს ეკლესიებისათვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.
23
მხოლოდ ის გაეგონათ, რომ: კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებსო იმ სარწმუნოებას, რომელსაც წინათ ებრძოდა;
24
და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6