bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 4
Galatians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
1
ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია.
2
არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3
ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით სამყაროს ელემენტარულ სულებს.
4
ხოლო როცა მოვიდა ჟამის სისავსე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც ქალისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს
5
რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა.
6
და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!“
7
ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მაშ მემკვიდრეც ღმერთის მიერ.
8
მაგრამ მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9
ახლა კი, როცა ღმერთი შეიცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა შეგიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და საცოდავ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10
დღეებს იცავთ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს.
11
ვშიშობ, ფუჭად ხომ არ მიშრომია თქვენს შორის.
12
იყავით ჩემისთანები, რადგან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, ამას გევედრებით. ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ.
13
იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად,
14
და თქვენ არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი სხეულში, არამედ მიმიღეთ, როგორც ღმერთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15
სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! მაგრამ ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16
ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17
კეთილად როდი მოშურნეობენ ისინი თქვენთვის, არამედ თქვენი მოწყვეტა სურთ, რომ მათთვის მოშურნეობდეთ.
18
კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19
ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე,
20
მინდა, რომ თქვენთან ყოფნა შემეძლოს და სხვა კილოთი გელაპარაკებოდეთ; რადგან გაოგნებული ვარ თქვენით.
21
მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, რატომ არ უსმენთ რჯულს?
22
რადგან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან და მეორე თავისუფლისაგან.
23
ის, რომელიც მხევლისაგან იყო, ხორციელად იყო შობილი, ხოლო რომელიც თავისუფლისაგან – აღთქმის თანახმად.
24
აქ არის ქარაგმა, რადგან ეს ორი არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი.
25
რადგან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26
ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27
რადგან დაწერილია: „იხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობათა განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე გათხოვილს.“
28
და ჩვენ, ძმებო, ისააკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ.
29
და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30
მაგრამ წერილი რას ამბობს? – „განდევნე მხევალი და მისი ძე, რადგან მხევლის ძე ვერ მიიღებს მემკვიდრეობას თავისუფალის ძესთან ერთად.“
31
ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6