bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 3
Galatians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
1
ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგნუსხათ თქვენ, რომელთა თვალწინაც ცხადად აღიბეჭდა იესო ქრისტეს ჯვარცმა?
2
მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3
ნუთუ იმდენად უმეცარნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
4
ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნუთუ ამაოდ?!
5
ვინც სულს გინაწილებთ თქვენ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას, თუ რწმენის შესმენით?
6
როცა ერწმუნა ღმერთს აბრაამი, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
7
ამიტომ, გაიგეთ, რომ რომლებიც რწმენისგან არიან, აბრაამის შვილები არიან.
8
როცა წერილმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენით ყველა ერი.“
9
ამგვარად ისინი, ვინც რწმენისგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.
10
რადგან ყველა, ვინც რჯულის საქმეთაგან არის, წყევლის ქვეშ იმყოფება, რადგან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, და არ შეასრულებს მას.“
11
რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ცხადია, „რადგან მართალი რწმენით იცოცხლებს.“
12
ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
13
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და ჩვენს ნაცვლად იტვირთა წყევლა, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ჩამოკიდებული ძელზე,“
14
რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით.
15
ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
16
ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის ნაშიერს. არ თქმულა: „შენს ნაშიერებს“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს ნაშიერს,“ რომელიც არის ქრისტე.
17
ამას კი ვამბობ, რომ ღმერთის მიერ წინასწარ დამტკიცებულ ანდერძს ოთხას 30 წლის შემდეგ მოსული რჯული ისე ვერ დაარღვევს, რომ აღთქმული გაუქმდეს.
18
რადგან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარ იქნებოდა აღთქმით. აბრაამს კი ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა.
19
მაშ, რჯული რაღაა? რჯული დანაშაულთა გამო იქნა მოცემული, ვიდრე მოვიდოდა ნაშიერი, ვისაც ეკუთვნოდა აღთქმა, და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამდგომელის ხელით.
20
ერთის შუამდგომელი კი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21
მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღმერთის აღთქმებს? არამც და არამც! რადგან, მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც ძალუძს სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ნამდვილად წარმოიქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
22
მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა აღთქმა იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ მორწმუნეებს.
23
რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, რწმენის გამოჩენის მოლოდინში.
24
ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
25
მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ქვეშ აღარ ვიმყოფებით.
26
რადგან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
27
რადგან, რაკი ყველანი მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით.
28
აღარ არის არც იუდეველი და არც ბერძენი, აღარ არის არც მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი, არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
29
და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, ხართ აბრაამის ნაშიერნი და მემკვიდრენი აღთქმით.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6