bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 5
Galatians 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
1
თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
2
აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან.
3
და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინადაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4
თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს.
5
ჩვენ კი სულით, რწმენისაგან, იმედით მოველით სიმართლიანობას.
6
რადგან ქრისტე იესოში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7
კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8
ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
9
მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10
მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11
მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცთური მოიხსნებოდა.
12
ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი.
13
თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14
რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
15
მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16
აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17
რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა ვერ აკეთოთ ის, რაც გსურთ.
18
თუ სულით დადიხართ, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
19
ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება,
20
კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება,
21
შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება,
23
უშფოთველობა, მოთმინება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24
ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25
თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26
ნუ ვიქნებით ცუდმედიდურები, ერთმანეთის გამღიზიანებლები და ერთმანეთის მიმართ შურიანები.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6