bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 2
Galatians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
1
14 წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად და ტიტეც თან წავიყვანე.
2
გამოცხადებით ავედი იქ და წარვუდგინე მათ ცალკე, წარჩინებულებს შორის შეხვედრაზე, სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებთან – ამაოდ ხომ არ ვირჯები ან ვირჯებოდი ადრე.
3
მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა.
4
ხოლო ცრუძმებისთვის, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, – რათა დავემონებინეთ,
5
ერთი წუთითაც არ დაგვითმია და არ დავმორჩილებივართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცული ყოფილიყო თქვენთვის.
6
ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც წარჩინებულად არიან მიჩნეულნი (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ განსჯის), მათ სხვა არაფერი დაუკისრებიათ ჩემთვის.
7
პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის ისევე, როგორც პეტრეს წინადაცვეთილთათვის, –
8
რადგან ვინც პეტრეში მოქმედებდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემში მოქმედებდა წარმართებთან მოციქულობაში –
9
და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.
10
ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
11
როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა.
12
რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით.
13
მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ.
14
მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაიუდეველდნენ?“
15
ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან;
16
მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, რადგან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.
17
ხოლო ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი თუ აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახური იქნება? არამც და არამც!
18
რადგან, თუ მე კვლავ აღვადგენ იმას, რაც დავარღვიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი.
19
მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღმერთისათვის ვიცოცხლო. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული.
20
და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის.
21
არ უგულვებელვყოფ ღმერთის მადლს, რადგან, თუ რჯულითაა გამართლება, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6