bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Galatians 6
Galatians 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.
2
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
3
რადგან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და ამ დროს არაფერიც არ არის, ის თავს იტყუებს.
4
ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში.
5
რადგან ყველამ თავისი ბარგი უნდა ატაროს.
6
სიტყვაში დამოძღვრილმა ყოველივე სიკეთეს გაუზიაროს დამმოძღვრელს.
7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.
8
ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.
9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
10
ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია.
11
ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით.
12
სხეულით თავმოწონების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ.
13
რადგან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, მაგრამ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი სხეულით დაიქადონ.
14
მე კი, თუ დავიქადნი, მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის, ხოლო მე ქვეყნიერებისათვის.
15
რადგან ქრისტე იესოში არაფერია არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
16
ვინც ამ წესისამებრ მოიქცევა, მშვიდობა და წყალობა მასზე და ღმერთის ისრაელზე.
17
ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.
18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმებო! ამინ.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
All chapters:
1
2
3
4
5
6