bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 1
Amos 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 2 →
1
ამოსის, თეკოაყელი მწყემსის, სიტყვები, რომლებიც ისმინა მან ისრაელის შესახებ იუდეის მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოყამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2
და თქვა მან: უფალი სიონიდან იგრგვინებს და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; გადახმება სამწყემსურის საძოვრები და გადაირუჯება ქარმელის თხემი.
3
და თქვა უფალმა: სამსა და ოთხ დანაშაულს არ ვაპატიებ დამასკოს, რადგან ცეცხლის კევრით გალეწეს გალაადი.
4
ცეცხლს მივცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შთანთქავს ბენ-ჰადადის დარბაზებს.
5
დავლეწავ დამასკოს საკეტურებს; ამოვძირკვავ ავენის ველების მკვიდრთ და ბეთ-ყედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწებიან არამელნი კირში, – ამბობს უფალი.
6
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მათ ყველა ტყვედ წაიყვანეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.
7
ცეცხლს მივცემ ღაზას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
8
ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, – ამბობს უფალი.
9
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ცორს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.
10
ცეცხლს მივცემ ცორის კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
11
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო ნათესაური გრძნობები, მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.
12
ცეცხლს მივცემ თემანს და ის შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
13
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოვებინათ თავიანთი საზღვრები.
14
ცეცხლს მივცემ რაბას კედლებს და ის შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინის ხმაზე ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
15
ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის დიდებულებთან ერთად, – ამბობს უფალი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9