bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 8
Amos 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 9 →
1
ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა, და მე ვიხილე: აჰა, დგას მწიფე ხილით სავსე კალათა.
2
და მითხრა მე მან: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მწიფე ხილით სავსე კალათას. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
3
მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, – ამბობს უფალი ღმერთი, – უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.
4
ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა მშთანმთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
5
რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და – შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით,
6
ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატაკნი, ხორბლის ნაკმაზი კი გავყიდოთ.
7
დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება: ჭეშმარიტად საუკუნოდ არ დავივიწყებ ერთ მათ ნამოქმედარსაც კი.
8
ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? და აიწევს ერთიანად მდინარესავით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით.
9
იმ დღეს იქნება, – ამბობს უფალი ღმერთი, – რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღისით მზისით დავაბნელებ ქვეყანას.
10
დღესასწაულებს გლოვად გიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
11
აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, შიმშილს არა პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვათა მოსმენისას.
12
იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მიმოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.
13
ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან.
14
სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: „ცოცხალია შენი ღმერთი, დანო, ცოცხალია, ბეერ-შებაყის გზა,“ დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9