bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 7
Amos 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 8 →
1
ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლის ხანს; და აჰა, სამეფო თიბვები რომ დამთავრდა, აღმოცენდა ბალახი.
2
როცა კალიამ გადაძოვა ბალახი მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მოწყალე იყავ! რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა.
3
შეინანა უფალმა და თქვა: ეს არ მოხდება!
4
ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.
5
მე ვთქვი: უფალო ღმერთო! შეაჩერე; რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა.
6
შეინანა უფალმა: არც ეს მოხდებაო, – თქვა უფალმა ღმერთმა.
7
ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და ტყვიის შვეული უჭირავს ხელში.
8
მითხრა მე უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას.
9
გაუკაცურდება ისააკის გორაკები და ისრაელის საწმიდრები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოყამის სახლის წინააღმდეგ.
10
შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობოყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს;
11
რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოყამი და ისრაელს აუცილებლად წაიყვანენ ტყვედ თავისი ქვეყნიდან.
12
უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13
ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.
14
მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის ძე; მე მწყემსი ვიყავი და სიკომოროს მკრეფავი.
15
წამომიყვანა მე უფალმა ფარიდან და მითხრა: წადი და უწინასწარმეტყველეო ჩემს ერს, ისრაელს.
16
ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისააკის სახლის წინააღმდეგო.
17
ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ძენი და ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საზომი ლარით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელიანთ კი ტყვედ წაიყვანენ თავისი ქვეყნიდან.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9