bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 6
Amos 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 7 →
1
ვაი, უზრუნველთ სიონზე და ვაი, უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი!
2
მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი სამანები?
3
თქვენ, რომელნიც ფიქრობთ, რომ შორსაა უბედურების დღე და იახლოვებთ ძალადობის სუფევას, –
4
თქვენ, რომლებიც განისვენებთ სპილოსძვლის საწოლებზე და ნებივრობთ თქვენს სარეცლებზე; მიირთმევთ ფარის საუკეთესო კრავებსა და ნასუქალ ხბორებს,
5
მღერით ქნარის ხმაზე და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.
6
თასებით სვამთ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებთ, და არ განაღვლებთ იოსების უბედურება.
7
ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა მიწყდება.
8
დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ღმერთი ცაბაოთი: მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.
9
და თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, ისინიც დაიხოცებიან,
10
როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის შინმყოფს: თუ კიდევ დაგრჩა ვინმე? და ისიც უპასუხებს: ყველა წასულიაო; უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.
11
რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს.
12
თუ ურბენიათ ცხენებს კლდეებზე? ან თუ უხნავთ ზღვა ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი.
13
სიხარულით ამბობთ, ჩვენი ძალით ავიღეთო ლო-დებარი და კარნაიმი!
14
აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგამწყვდევს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9