bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 2
Amos 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 3 →
1
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ცეცხლში დაანაცრა ედომის მეფის ძვლები.
2
ცეცხლს მივცემ მოაბს და ის შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი ღრიანცელის, საომარი ყიჟინისა და საყვირის ხმაზე.
3
ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, – ამბობს უფალი.
4
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდეას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდო უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
5
ცეცხლს მივცემ იუდეას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს.
6
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილ ხამლად –
7
ისინი არიან, რომლებიც უმწეოთა თავს მტვერსა და ნაცარში ქელავენ და გზიდან აცდენენ ბეჩავთ; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან, რათა შელახონ ჩემი წმიდა სახელი.
8
გირაოში წამოღებულ სამოსელზე გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან, და ბრალდებულთაგან გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთის სახლში.
9
გავანადგურებ ამორეველს მათ წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით რომ გაძლიერდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
10
იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და 40 წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.
11
შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი, და შენს ყრმათა შორის – მოწმიდარნი. ასე არ იყო, ისრაელიანებო? – ამბობს უფალი. –
12
თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ: ნუ წინასწარმეტყველებთო!
13
აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნით სავსე ურემი ჯეგავს, –
14
მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
15
მშვილდისმპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს.
16
მამაცთა შორის გულადიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს, – ამბობს უფალი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9