bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 4
Amos 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 5 →
1
ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებივით ნასუქალო სამარიელო ქალბატონებო, ბეჩავთა და ღარიბ-ღატაკთა შემვიწროებელნო, რომ ეუბნებით თქვენს ქმრებს: მოგვიტანეთ, რომ დავლიოთო!
2
დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე: აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს დანარჩენთ ანკესებით.
3
გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ ჰარმონისაკენ, – ამბობს უფალი. –
4
წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები; ყოველ დილით მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები.
5
შეწირეთ საფუარიანი სამადლობელო მსხვერპლი, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ, რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, – ამბობს უფალი ღმერთი.
6
კბილის დასადგმელი არაფერი მოგეცით თქვენს ქალაქებში, და უპურობა მოგეცით თქვენს ადგილებზე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.
7
წვიმაც კი შეგიწყვიტეთ მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთ ყანას წვიმით ვაჟიებდი, მეორე ყანა კი უწვიმრად იშრიტებოდა.
8
ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში იყრიდა თავს წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.
9
მუსრი გაგავლეთ ხურვებითა და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვი და ზეთისხილი კუტკალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. –
10
შეგყარეთ შავი ჭირი, როგორც ეგვიპტეში, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ვიტაცებდი თქვენს ცხენებს, და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. –
11
დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა დააქცია სოდომი და გომორა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი.
12
ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ! და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღმერთის შესახვედრად, ისრაელ!
13
რადგან, აჰა, ის, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გადამთელავი, უფალი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9