bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 3
Amos 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 4 →
1
ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:
2
მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნიერების მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.
3
თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?
4
თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება თავის წინ? თუ გამოსცემს ხმას ლომის ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი შეუპყრია?
5
თუ გაებმება ჩიტი ბადეში მიწაზე თუ იქ მახე არ იქნება დაგებული?
6
თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?
7
რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ.
8
ლომი ბრდღვინავს – ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს – ვინ არ გაქადაგდება!
9
გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბეთ სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა – მის წიაღში!
10
არ იციან სიმართლის ქმნა, – ამბობს უფალი, – ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.
11
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხესიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.
12
ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი ლომს გამოგლეჯს ხახიდან ორ კანჭს ან ყურისძირს, ისე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში – სარეცელზე.
13
ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის ხალხს, – ამბობს უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი ღმერთი: –
14
რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწაზე დაემხობა.
15
დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, – ამბობს უფალი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9