bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Amos 5
Amos 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 6 →
1
ისმინე ეს სიტყვა, ისრაელის სახლო; რადგან თქვენზე მინდა აღვამაღლო ეს გოდება:
2
ისრაელის ქალწული დაეცა, ვეღარ დგება; მიწაზეა გართხმული, და არავინაა მისი წამომყენებელი.
3
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს, ასიღა შერჩება, და ვისაც ასი გამოჰყავდა, ათიღა შერჩება ისრაელის სახლიდან.
4
რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი გადარჩებით.
5
ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბეერ-შებაყში ნუ დაიარებით; რადგან გილგალს დატყვევებულს წაიყვანენ, ბეთელი აოხრდება.
6
ეძებეთ უფალი და ცოცხალი გადარჩებით, რათა უფალი იოსების სახლს მშანთქმელი ცეცხლივით არ მოედოს, რომლის ჩამქრობიც არავინ იქნება ბეთელში –
7
ჰოი, თქვენ, სამართალს რომ აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ!
8
რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც კუნაპატ ღამეს აისად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; რომელიც მოუხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს – უფალია მისი სახელი.
9
დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხესიმაგრეს.
10
მოიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს.
11
ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით პირიდან, თლილი ქვით იშენებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
12
რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
13
ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა.
14
ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი გადარჩეთ; ყოვლისშემძლე უფალი ღმერთიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ.
15
შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, იოსების ნატამალი!
16
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება, და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი! ვაიო! მოუხმობენ მუშა კაცს საგოდებლად და გლოვისთვის – მოტირალთ.
17
ყველა ვენახში გლოვა იქნება, როცა მე გავივლი შენს წიაღში, – ამბობს უფალი.
18
ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი,
19
ისევეა, როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს რომ დათვი დახვდეს, ან შინ მისული რომ კედელს მიეყრდნოს და გველმა დაგესლოს.
20
განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია ის და ნათების ციალი არ არის მასში.
21
მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, სუნთქვა მეკვრის თქვენს ზეიმებზე.
22
სრულადდასაწველი და პურეული ძღვენიც რომ აღმივლინოთ, არ მივიღებ მათ და ზედაც არ შევხედავ თქვენს ნასუქალ მოზვრებს, სამადლობელო მსხვერპლად რომ მწირავთ.
23
მომაცილეთ თქვენი სიმღერების ხმა, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
24
წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელი ნაკადულივით.
25
განა მოგქონდა ჩემთან მსხვერპლი და პურეული ძღვენი 40 წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო?
26
დაატარებდით თქვენს მეფე-კერპ საქუთს და ვარსკვლავ-ღმერთ კაივანს, თქვენსავე ნაკეთებს.
27
ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, – ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9