bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 1
Song of Solomon 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 2 →
1
ქებათა ქება სოლომონისა.
2
დაე მომიძღვნას მან მე თავის ბაგეთა ამბორი! რადგან ღვინოზე ტკბილია შენი სიყვარული,
3
სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამიტომ შეგიყვარეს შენ ქალწულებმა.
4
თან წარმიტაცე და გავიქცეთ ერთად. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებთ და ვიშვებთ შენით, ვაქებთ შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსეულად შეგიყვარეს შენ!
5
შავგვრემანი ვარ და მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისანო, ვით კედარის კარვები და სოლომონის კრეტსაბმელნი.
6
ნუ უყურებთ, რომ შავგვრემანი ვარ, რამეთუ მზისგან ვარ დამწვარი. ძენი დედისა ჩემისანი გამირისხდნენ, ვენახის მცველად დამაყენეს, მაგრამ ვენახი ჩემი ვერ დავიცავი.
7
მითხარ, შენ, რომელიც შეიყვარა ჩემმა სულმა, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რად ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარებში?
8
თუ არ იცი, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9
ფარაონის ეტლში შებმულ მერანს გამსგავსე, სატრფოვ ჩემო!
10
მშვენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკული, და ყელი – მარგალიტების მძივებით მორთული.
11
ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულს.
12
როდესაც ინახით იჯდა მეფე, სურნელს აკმევდა ჩემი ნარდიონი.
13
საყვარელი ჩემი მურის ჭურჭელია – ჩემთანაა, ჩემს ძუძუთა შორის ისვენებს.
14
ვამსგავსე ჩემი სატრფო ყენ-გედის ვენახების ინის მტევანს.
15
აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედები ბუდობენ შენს თვალებში.
16
აჰა, მშვენიერი ხარ, საყვარელო ჩემო, და სანატრელი! ხასხასა მოლია ჩვენი სარეცელი!
17
კედარისაა ჩვენი სახურავი, ჭერი კი – კვიპაროსისა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8