bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 3
Song of Solomon 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 4 →
1
ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე საყვარელი ჩემი სულისა, ვეძებე და ვერ ვიპოვე.
2
„ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი ჩემი სულის საყვარელს.“ ვეძებე და ვერ ვიპოვე.
3
შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი: „ხომ არ გინახავთ ჩემი სულის სატრფო?“
4
ცოტას გავშორდი და ვიპოვე საყვარელი ჩემი სულისა. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
5
გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
6
ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით კვამლის სვეტი, კმეული მურითა და გუნდრუკით და მენელსაცხებელთა ნელსაცხებელთა სურნელით?
7
აჰა, სოლომონის სარეცელი! დგას მის გარშემო 60 ძლიერი ძლიერთაგან ისრაელისა.
8
მახვილამოწვდილნი დგანან; ბრძოლაში ნაცადნი არიან; თითოეულს ხმალი აკრავს წელზე ღამეულ საფრთხეთა გამო.
9
ლიბანის ნაძვის ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა;
10
სვეტები ვერცხლისა გაუკეთა, საზურგე – ოქროსი, საჯდომი – ძოწეულისა, სიყვარულით რომ მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11
გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინით, რომელიც დედამ დაადგა მას მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8