bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 6
Song of Solomon 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 7 →
1
სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.
2
თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში, სამწყემსად თავის ფარისა, შროშანთა დასაკრეფად.
3
მე ჩემი საყვარლისა ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა ველზე.
4
მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი – იერუსალიმივით! საშინელი – ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
5
მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები, თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული.
6
კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელიდან ამომავალი; თითოეულს ტყუპი ციკანი მოჰყვება და ბერწი არ არის მათ შორის.
7
ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
8
60 დედოფალია, 80 – ხარჭა, და ურიცხვი – ქალწული;
9
ის კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უნაკლო ჩემი; ის ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ის ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს. დედოფლებმა და ქალწულებმა – და ხოტბა შეასხეს მას.
10
„ვინ არის იგი, ცისკარივით გაბრწყინვებული, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი, როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?“
11
ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12
არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ჩემი უფლისწულის დიდებულ ეტლში.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8