bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 2
Song of Solomon 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 3 →
1
მე ვარ ნარგიზი შარონისა და შროშანი ველთა.
2
როგორც შროშანი ეკალთა შორის, ისეთია ჩემი სატრფო ასულთა შორის!
3
როგორც ვაშლის ხე ტყის ხეთა შორის, ისეთია ჩემი საყვარელი ჭაბუკთა შორის. დიდი სიამით დავჯექ მის ჩრდილში; ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
4
შემიყვანა მან ღვინის სახლში და სიყვარულის ალამი დამადგა თავზე.
5
განმამტკიცეთ ყურძნით, გამომაცოცხლეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
6
ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მისი მარჯვენა მეხვეოდეს!
7
გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ. არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრე თავად არ ინებებს!
8
აჰა, გაისმის ხმა ჩემი სატრფოსი, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.
9
ვამსგავსე საყვარელი ჩემი ქურციკსა და შვლის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენი ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და დარაბებში ილანდება.
10
მომმართავს სატრფო ჩემი და მეუბნება: ადექ, საყვარელო, მშვენიერო ჩემო, და წამომყევი,
11
რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ღვარებისა გარდავიდა, გაგვშორდა.
12
ყვავილები ამოიწვერნენ მიწის პირზე, მოიწია ჟამი გალობისა და გვრიტის ღუღუნი ისმის ჩვენს მხარეში.
13
ლეღვმა გამოიღო ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებას აკმევს; ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამომყევი!
14
კლდეებში შეხიზნულო ჩემო მტრედო! მიჩვენე შენი სახე, მასმინე შენი ხმა! რამეთუ ტკბილია შენი ხმა და სახე შენი მშვენიერი.
15
დაგვიჭირეთ მელიები, პატარა მელიები, ვენახის გამჩანაგებლები, რადგან აყვავდა ჩვენი ვენახები.
16
ჩემი საყვარელი ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყესავს შროშანთა ველებზე.
17
სანამ დღე სუნთქავს და ჩრდილები გარბიან, მობრუნდი, საყვარელო ჩემო, მსგავსად ქურციკისა და შვლის ნუკრისა ნაპრალოვან მთებზე.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8