bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 8
Song of Solomon 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
1
ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუს მწოველი! შემოგხვდებოდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2
წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს – შეგასმევდი.
3
მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!
4
გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისანო, არ შეაშფოთოთ, არ გამოაფხიზლოთ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებებს!
5
ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა შენ დედამ შენმა, იქ გშვა შენ მშობელმა შენმა.
6
დამდე, როგორც ბეჭედი, შენს მკერდზე, როგორც სამკლაური – შენს მკლავზე; რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული, ჯოჯოხეთივით სასტიკია ეჭვი; მისი ისრები ცეცხლის ისრებია; მრისხანე ცეცხლის ალია ის.
7
ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარეები ვერ წარხოცავენ მას. კიდეც რომ შესთავზოს კაცმა მთელი თავისი სახლის დოვლათი სიყვარულის წილ, არავინ დათანხმდება ამაზე.
8
პატარა და გვყავს და ჯერ არ დაკოკრებია მკერდი. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9
ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავაშენებდით; კარი რომ იყოს, კედარის ფიცრებით მოვჭედავდით.
10
მე ზღუდე ვარ და გოდლებივითაა ჩემი მკერდი; ამიტომაც მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11
ჰქონდა ბაალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ეს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი უნდა მოეტანა ყურძნის სანაცვლოდ.
12
ჩემი ვენახი კი ჩემთანაა. ათასი შენი იყოს, სოლომონ, და 200 – ნაყოფთა მცველებისა.
13
ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მეც მასმინე!
14
გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ქურციკსა და შვლის ნუკრს სურნელთა მთებზე.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8