bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 4
Song of Solomon 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 5 →
1
რა მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, რა მშვენიერი ხარ! შენი თვალები მტრედებია შენი პირბადის ქვეშ; შენი დალალები არვეა თხათა, გალაადის მთიდან რომ ეშვება.
2
კბილნი შენნი – გაპარსული ცხვრების ფარაა, საბანელიდან ამომავალი, თითოეულ მათგანს ტყუპი მოჰყვება და ბერწი არ არის მათ შორის.
3
ბაგენი შენნი ძოწის ძაფის მსგავსია, და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.
4
შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის, ათასი ფარი ჰკიდია მასზე – ძლევამოსილთა ყველა ფარი.
5
მკერდი შენი ტყუპი თიკანია ნიამორისა, შროშანთა ველზე რომ ძოვენ.
6
ვიდრე ბინდი ჩამოწვებოდეს და ჩრდილები გაქრებოდნენ, მე ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
7
ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, ნაკლი არა გაქვს!
8
წამომყევი ლიბანიდან, ჩემო პატარძალო! დაეშვი ამანას მწვერვალიდან, სენირისა და ხერმონის მწვერვალიდან, ლომთა ბუნაგთა და ჯიქთა მთებიდან.
9
შენ დაატყვევე ჩემი გული, დაო ჩემო, პატარძალო ჩემო, ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი გულქანდით.
10
რა საამურია შენი ალერსი, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო! რა ტკბილია შენი ალერსი – ღვინოზე უმჯობესია, შენი სამოსის სურნელი უმჯობესია ყოველ საკმეველთა.
11
გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, ჩემო პატარძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსის სურნელი ლიბანის სურნელია!
12
ბაღი ხარ დახშული, პატარძალო ჩემო, დაო ჩემო, ჭა ხარ დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.
13
შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფით – ინითა და ნარდიონით,
14
ნარდიონით და ზაფრანით, სურნელოვანი ლერწმითა და დარიჩინით, ყოველგვარი გუნდრუკის ხეებითურთ, მურით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
15
წალკოტთა წყარო ხარ, ჭა ხარ ცხოველი წყლისა და ლიბანიდან მორაკრაკე ნაკადულები.
16
აღსდექ ჩრდილოეთიდან, ქარო, მომეახლე სამხრეთის ქარო, მოჰბერე ჩემს წალკოტს, მიმოიფრქვეს მისი სურნელი! მოვიდეს თავის წალკოტში საყვარელი ჩემი და იგემოს მისი რჩეული ნაყოფი!
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8