bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 7
Song of Solomon 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 8 →
1
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით! მობრუნდი, მობრუნდი, რომ დავტკბეთ შენი ხილვით! რად უნდა უმზიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს?
2
რა მშვენიერია შენი ფეხები სანდლებში, მთავართა ასულო! თეძოთა მოყვანილობა ყელსაბამს მიგიგავს, ოსტატის შექმნილს.
3
ჭიპი შენი მრგვალი თასია სურნელოვანი ღვინით აღსავსე; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშნებით გარემოცული.
4
მკერდი შენი ტყუპი თიკანია ნიამორისა.
5
შენი ყელი სპილოს ძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6
თავი შენი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნაწნავნი შენნი ძოწეულია, მეფე კი მათი ტყვეა.
7
რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
8
შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი მკერდი – ვაზის მტევნები.
9
ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები-მეთქი; შენი მკერდი ვაზის მტევნებივითაა და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი.
10
შენი კოცნა ღვინოა კეთილი, – ის ჩემი საყვარლისაკენ მიედინება, ბაგეთა დამატკბობელი.
11
მე ჩემი საყვარლისა ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც.
12
მოდი, საყვარელო ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლად ვათიოთ ღამე.
13
ავდგებოდით სისხამ დილით ვენახების მოსახილველად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნიდი.
14
სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8