bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Song of Solomon 5
Song of Solomon 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 6 →
1
მოვდივარ ჩემს ბაღში, პატარძალო ჩემო და დაო ჩემო; ვკრებ მურსა და ჩემს სურნელებას. მივირთმევ ფიჭას ჩემსას და თაფლს ჩემსას, ვსვამ ღვინოს ჩემსას და რძეს ჩემსას. მიირთვით, მოყვასნო, სვით და დათვერით სიყვარულით!
2
მე მეძინა, ჩემს გულს კი ეღვიძა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, კარზე კაკუნი: „გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, სრულქმნილო ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.“
3
გახდილი მაქვს სამოსელი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4
ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა შიგნეული.
5
ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს.
6
გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული დამელია მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი და არ მაგონებდა.
7
შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.
8
გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისანო, თუ იპოვით ჩემს საყვარელს, რას ეტყვით მას? უთხარით, რომ დავსნეულდი სიყვარულით.
9
რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ?
10
თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, 10 ათასთაგან გამორჩეული.
11
თავი მისი ოქროა რჩეული, მისი კულულები შავი ყორანივითაა.
12
თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში.
13
ღაწვები მისი სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვევნი; მისი ბაგეები შროშანებია, წვეთავს მათგან მდინარი მური.
14
ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოს ძვლის ჭურჭელია, საფირონებით მოჭედილი.
15
წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი სახე ლიბანის მსგავსია, და დიდებული, როგორც კედარი.
16
მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო!
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8