bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 12
Acts 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
1
იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ,
2
და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
3
როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო.
4
შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5
დამწყვდეული იყო პეტრე საპყრობილეში, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6
როცა დააპირა მისი გამოყვანა ჰეროდემ, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს.
7
და, აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და ნათელი გაბრწყინდა შენობაში. ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი ჩქარა!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
8
უთხრა მას ანგელოზმა: „სარტყელი შემოირტყი და ჩაიცვი სანდლები.“ ასეც გააკეთა. ეუბნება მას: „მოისხი შენი მოსასხამი და გამომყევი.“
9
გავიდა და გაჰყვა მას. არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი იქმოდა, ცხადი იყო, არამედ ფიქრობდა, რომ ჩვენებას ხედავდა.
10
გასცდნენ პირველ და მეორე საგუშაგოს და მიუახლოვდნენ ქალაქში შესასვლელ დარკინულ კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. გავიდნენ და გაიარეს ერთი ქუჩა და ანგელოზი იმწამს განშორდა მას.
11
გონს რომ მოეგო, თქვა პეტრემ: „ახლა ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყველაფრისაგან, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა.“
12
გონს მოსული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13
ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდე, კარის გასაღებად გამოვიდა.
14
იცნო პეტრეს ხმა და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკარიც არ გაუღია, შინ შევარდა და შეატყობინა, რომ პეტრე იდგა ჭიშკართან.
15
მათ უთხრეს მას: „შეიშალე?“ ის კი ამტკიცებდა თავისას. ხოლო მათ თქვეს: ეს მისი ანგელოზი იქნებაო.
16
პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.
17
ანიშნა მათ ხელით, რომ გაჩუმებულიყვნენ და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილიდან, და თქვა: „შეატყობინეთ ეს იაკობსა და ძმებს.“ მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18
როცა გათენდა ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა იმის გამო, თუ რა იქნა პეტრე.
19
ჰეროდე კი ეძებდა მას და ვერ იპოვნა. დაჰკითხა მცველები და ბრძანა მათი წაყვანა დასახოცად. მერე იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.
20
ჰეროდე გულმოსული იყო ტვირელებსა და ციდონელებზე. ისინი კი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ითხოვდნენ მშვიდობას, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა.
21
დაწესებულ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო შესამოსელი, დაჯდა ტახტზე და მიმართა მათ.
22
ხალხი კი ღაღადებდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“
23
უეცრად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, რადგან არ მიაგო დიდება ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულმა სული განუტევა.
24
უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25
ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი სამსახური და გამობრუნდნენ იერუსალიმიდან. თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28