bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 13
Acts 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
1
იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი – ტეტრარქის – ჰეროდეს – ძუძუმტე, და სავლე.
2
როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.“
3
მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4
ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე.
5
სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ მსახურად.
6
როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი, მოგვი, ცრუწინასწარმეტყველი, იუდეველი, სახელად ბარიესუსი,
7
რომელიც იყო პროკონსულ სერგის-პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
8
წინაღუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული.
9
ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულიწმიდით, მიაპყრო მას მზერა
10
და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით აღვსილო, ეშმაკის ძეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11
აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი: შენ დაბრმავდები და ერთხანს ვეღარ დაინახავ მზეს.“ და მყისვე დაეცა მას ჯანღი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
12
მაშინ დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა, და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
13
პაფოსიდან გამგზავრებული, პავლე და მასთან მყოფნი, პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14
ისინი კი პერგეს გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში, სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ.
15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო ძმანო, თუ რამე მანუგეშებელი სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.“
16
ადგა პავლე, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17
ამ ერის, ისრაელის, ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის ქვეყანაში მდგმურობისას, და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18
და ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
19
მოსპო შვიდი ხალხი ქანაანის ქვეყანაში და მათ დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20
ამის შემდეგ, ასე, ოთხას ორმოცდაათ წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21
მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22
მისი გადაყენების შემდეგ, მეფედ დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ‘ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.’
23
მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო.
24
მისი მოსვლის წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25
როცა ამთავრებდა თავის სარბიელს, იოანე ამბობდა: ‘ვინ გგონივართ მე? მე არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის ფეხზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ.’
26
კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენს შორის ღვთისმოშიშნო! თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
27
ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება.
28
და რაკი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29
როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში.
30
ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი.
31
მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე.
32
და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო.
33
როგორც მეორე ფსალმუნში სწერია: ‘ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.’
34
ხოლო რაკი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ დავითის სარწმუნო სიწმიდეებს,
35
ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ‘ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.’
36
მაგრამ დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ღვთის ნებით განისვენა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37
ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
38
ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ.
39
ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40
გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული:
41
‘იხილეთ, მოძულენო, და განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის.’“
42
როცა იუდეველთა სინაგოგიდან გამოდიოდნენ, ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები
43
კრებული რომ დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44
მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45
როცა იუდეველებმა ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ, და შეურაცხმყოფელად უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა.
46
მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ.
47
ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.’“
48
ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული.
49
მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა.
50
ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი, დაიწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან.
51
მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში.
52
ხოლო მოწაფეები აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28