bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 21
Acts 21
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
1
როცა მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსს, და იქიდან – პატრაში.
2
ვნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
3
კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
4
მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5
ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლ-შვილითურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ.
6
ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
7
დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით, მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან.
8
მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთ შვიდთაგანის – ფილიპე მახარებლის – სახლში და დავრჩით მასთან.
9
მას ჰყავდა ოთხი ქალიშვილი – გაქადაგებული ქალწულები.
10
მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
11
მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“
12
ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13
მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალ იესოს სახელისათვის.“
14
რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: „უფლის ნება იყოს!“
15
იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს.
16
თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
17
იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18
მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა.
19
მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით.
20
ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21
შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო.
22
აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ.
23
ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24
წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
25
ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.“
26
მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმედის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
27
როცა იწურებოდა შვიდი დღე, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28
ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“
29
მასთან ერთად ქალაქში უნახავთ ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, პავლემ შეიყვანაო ტაძარში.
30
მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა.
31
როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
32
მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
33
მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34
ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა.
35
როცა კიბეებთან მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო,
36
ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
37
ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება ერთი რამ გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი?
38
შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და ოთხი ათასი ყელისგამომღადვრელი უდაბნოში გაიყვანა?“
39
თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, არცთუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო.“
40
ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28