bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 23
Acts 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
1
პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო ძმანო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.“
2
მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა.
3
მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.“
4
იქ მდგომებმა თქვეს: „ღვთის მღვდელმთავარს აგინებ?“
5
თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’“
6
პავლემ იცოდა, რომ ერთი ნაწილი სადუკევლებისა იყო, სხვა კი ფარისევლებისა, და დაიძახა სინედრიონში: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე, და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვიკითხები.“
7
ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა, და გაიყო კრებული.
8
ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სულიო, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც.
9
ატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ. ან სული ელაპარაკებოდა მას, ან ანგელოზი. ღმერთს ნუ ებრძვით!“
10
რაკი დიდი შფოთი ატყდა, ათასისთავს შეეშინდა, რომ მათ არ გაეგლიჯათ პავლე, და ჯარისკაცებს უბრძანა შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ბანაკში წაეყვანათ.
11
მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამხნევდი, ვინაიდან, როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს დამოწმება.“
12
რომ გათენდა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და შეფიცეს ერთმანეთს, თქვეს, არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ.
13
ორმოცზე მეტნი იყვნენ ისინი, ვინც შეითქვნენ.
14
მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ.
15
ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ უფრო წვრილად გინდათ გამოიკვლიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.“
16
შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს.
17
პავლემ გამოიძახა ერთი ასისთავთაგანი და უთხრა: „ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის.“
18
მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა ათასისთავთან და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, სათქმელი აქვს შენთვის.“
19
ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?“
20
მან უთხრა: „იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ შენ, რომ ხვალ გამოიყვანო პავლე სინედრიონში, თითქოს მათ სურდეთ უფრო წვრილად გამოიკვლიონ მისი საქმე.
21
შენ ნუ დაუჯერებ მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ მათგან ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებულები არიან და შენს ბრძანებას ელიან.“
22
მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინეო.
23
გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „მოამზადეთ ორასი ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის,
24
მოიმარაგეთ პირუტყვები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ განმგებელ ფელიქსთან.“
25
მისწერა ამგვარი წერილი:
26
„კლავდიუს ლუსია – უაღმატებულეს განმგებელს, ფელიქსს: იხარებდე!
27
ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და განზრახული ჰქონდათ მოეკლათ იგი. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როცა გავიგე, რომ რომაელია.
28
მინდოდა გამეგო, რაში სდებდნენ ბრალს, და მივუყვანე მათ სინედრიონში.
29
გავიგე, რომ თავიანთი რჯულის საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილი ან ბორკილები დაემსახურებინოს.
30
როცა ცნობილი შეიქნა ჩემთვის რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გამოვგზავნე შენთან. ბრალმდებლებსაც ვუბრძანე, მასზე ილაპარაკონ შენს წინაშე. იცოცხლე!“
31
ამრიგად, ჯარისკაცებმა ბრძანებისამებრ წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში.
32
მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ.
33
მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და განმგებელს გადასცეს წერილი, პავლეც წარუდგინეს მას.
34
წაიკითხა წერილი და ჰკითხა, თუ რომელი მხრიდან იყო. როცა შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა:
35
„მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ.“ და ბრძანა ჰეროდესეულ პრეტორიუმში დაეკავებინათ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28