bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 24
Acts 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 25 →
1
ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს.
2
როცა გამოიძახეს, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
3
„ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს, და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს.
4
მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის ჩვეული მოთმინებით.
5
ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად,
6
რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა, და შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა,
7
მაგრამ ათასისთავი ლუსია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან
8
და უბრძანა მის ბრალმდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად.“
9
იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასეაო.
10
მიუგო პავლემ, როცა განმგებელმა ანიშნა, ილაპარაკეო: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ გულდაჯერებით დავიცავ ჩემს საქმეს.
11
შენ შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანისსაცემად.
12
არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში.
13
შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ.
14
ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი.
15
მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
16
ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
17
მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.
18
ამგვარად მნახეს ტაძარში, განწმედილი, ბრბოსა და შფოთის გარეშე.
19
აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20
ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი,
21
გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე, მათ შორის მდგარმა: მკვდრეთით აღდგომისათვის განვიკითხები-მეთქი დღეს თქვენგან.“
22
ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა ათასისთავი ლუსია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმესო.
23
ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება.
24
რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ.
25
როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“
26
ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27
ორი წელი რომ გავიდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28