bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 19
Acts 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
1
კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2
უთხრა მათ: „თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“
3
უთხრა: „რიღათი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“
4
თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“
5
მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6
როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.
7
სულ იყო თორმეტიოდე კაცი.
8
შევიდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ.
9
მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.
10
ასე გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები.
11
ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12
ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13
შეეცადა ზოგიერთი მოხეტიალე შემლოცველი იუდეველიც უფალ იესოს სახელის ხსენებას ავი სულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14
ამას აკეთედა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი.
15
მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?“
16
და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა მათ, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან.
17
ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ, და თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18
მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19
ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.
20
ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის ძალისამებრ სიტყვა.
21
როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო.“
22
გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური – ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23
იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო.
24
იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს.
25
შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26
ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები.
27
ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“
28
ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
29
მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ.
30
პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს.
31
ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32
ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი – სხვას, ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33
ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე.
34
როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
35
ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი მცველია დიდი არტემისისა და ცითმოვლენილისა?
36
და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37
მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები.
38
თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავროს შეკრებები და გვყავს პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს.
39
ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება.
40
ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრება დაითხოვა.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28