bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 27
Acts 27
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
1
როცა გადაწყდა ჩვენი გადაცურვა იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი გადასცეს კეისრის ასისთავს, სახელად იულიოსს.
2
ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქოს მაკედონოსი.
3
მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
4
იქიდან გავემგზავრეთ და კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
5
განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და მივედით ლუკიას მირაში.
6
იქ ნახა ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
7
მრავალ დღეს ნელა მივცურავდით ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო და ძლივს გავუსწორდით კნიდოსს და მივცურეთ კრეტესთან, სალმონის მხარეს.
8
წვალებით რომ ჩავუარეთ მას, მივადექით ერთ ადგილს, რომელსაც კეთილი ნავსაყუდელი ეწოდება, რომლის ახლოს არის ქალაქი ლასეა.
9
რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ
10
და უთხრა: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც.“
11
მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის უფროსს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12
რადგან ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, უმრავლესობა რჩევას იძლეოდა გამგზავრებულიყვნენ იქიდან, რომ როგორმე ჩასულიყვნენ გამოსაზამთრებლად ფინიკიაში, კრეტეს ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
13
როცა დაუბერა სამხრეთის ქარმა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, და აუშვეს ღუზა, და გაცურეს კრეტეს გასწვრივ.
14
მაგრამ სულ მალე ამოვარდა ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა
15
და გაიტაცა ხომალდი, რომელიც ვეღარ დაუდგა ქარს, და ჩვენც, ტალღებს მინებებულნი, მივქროდით.
16
ჩავუქროლეთ რომელიღაც პატარა კუნძულს, რომელსაც ერქვა კლავდა, და ძლივძლივობით მოვახერხეთ ნავის დაკავება.
17
მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდებს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სურტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
18
რაკი ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, მეორე დღეს დაიწყეს ტვირთის გადაყრა.
19
მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
20
მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21
დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: „კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტედან არ წამოვსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და ზარალს.
22
ახლა კი გირჩევთ, გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
23
რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
24
და მითხრა: ‘ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.’
25
ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მე მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.
26
რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.“
27
მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ.
28
გაზომეს სიღრმე და აღმოჩნდა ოცი მხარი. შემდეგ მცირე მანძილზე კიდევ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
29
შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით, კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ.
30
როცა მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და ნავის ზღვაში ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები,
31
უთხრა პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს: თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენ ვერ გადარჩებითო.
32
მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს საბელი და ნავი ზღვაში ჩავარდა.
33
როცა თენდებოდა, პავლე შეაგონებდა ყველას საჭმელი ეჭამათ და ეუბნებოდა: „დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელი ხართ და არაფერი არ გიგემიათ.
34
ამიტომ გთხოვთ, ჭამოთ საჭმელი. ეს საჭიროა თქვენსავე გადასარჩენად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.“
35
ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და დაიწყო ჭამა.
36
მაშინ ყველანი გამხნევდნენ და იმათაც ჭამეს საჭმელი.
37
ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38
როცა დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
39
რომ გათენდა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი სანაპიროიანი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ აირჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ.
40
მოხსნეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, იმავე დროს ახსნეს საჭის თოკები. აუშვეს მცირე აფრა ქარის საწინააღმდეგოდ და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
41
მიადგნენ მეჩეჩს და მასზე შეაჩერეს ხომალდი. ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა.
42
ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, დაეხოცათ პატიმრები, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
43
მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, ვინც ცურვა იცოდა, პირველი გადაშვებულიყო და გასულიყო ხმელეთზე.
44
დანარჩენები კი – ზოგი ფიცრით და ზოგი ხომალდის ნამსხვრევებით. და ამგვარად ყველამ თავს უშველა ხმელეთზე.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28