bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 18
Acts 18
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 19 →
1
ამის შემდეგ პავლემ დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში.
2
და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.
3
და რაკი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4
ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
5
როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან მოვიდნენ, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო.
6
მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“
7
და წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტოსის, სახლში სინაგოგის გვერდით.
8
კრისპოსმა კი, სინაგოგის მთავარმა, მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; და მრავალმა კორინთოელთაგან, როცა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
9
უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
10
ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.“
11
დარჩა იქ ერთ წელიწადსა და ექვს თვეს, და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას.
12
როცა გალიონი აქაიას მთავარი იყო, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში,
13
და თქვეს: „ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ სცენ თაყვანი ღმერთს.“
14
როცა პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: „იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის,
15
ხოლო, როდესაც სარჩელი ეხება თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამის მსაჯული.“
16
და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17
მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა
18
პავლემ საკმაო ხანი რომ დაჰყო, გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიპარსა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა მიცემული.
19
ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ეკამათა იუდეველებს.
20
როცა მას სთხოვეს, რომ მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა,
21
არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები, თუ ღმერთმა ინება.“ და გასცურა ეფესოდან.
22
და ჩავიდა კესარიაში, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა.
23
დაჰყო რამდენიმე ხანი და წავიდა და რიგრიგობით მოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24
ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენამჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს.
25
განსწავლული იყო უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26
მან გაცხადებულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში. მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ და თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27
ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს.
28
ვინაიდან იგი ბეჯითად ამხილებდა იუდეველებს საჯაროდ, ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28