bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Acts 20
Acts 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
1
ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაარიგა, დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია.
2
ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა.
3
იქ სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო.
4
თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე.
5
ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგვლოდებოდნენ ტროადაში.
6
ჩვენ კი უფუარობის შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროადაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
7
შვიდეულის პირველ დღესვე, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
8
ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი სანთელი იყო.
9
ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10
ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა.“
11
ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, და წავიდა.
12
ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და არამცირედი ნუგეში ეცათ.
13
ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხით აპირებდა ასვლას.
14
როცა ჩვენ შეგვხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
15
იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ, მეორე დღეს მივადექით სამოსს, დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში.
16
პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
17
მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები.
18
როცა მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი.
19
ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელებით, რომელნიც შემემთხვა იუდეველთა შეთქმულებებით.
20
არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში.
21
ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
22
და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი.
23
მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის.
24
მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
25
აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
26
ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან.
27
ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებელი ღვთის ყოველი ნება.
28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29
ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30
და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
31
ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
33
არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
34
თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.
35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“
36
ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
37
მაშინ დიდი ტირილი იყო ყველასთან, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და კოცნიდნენ.
38
უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთო ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28