bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 11
Deuteronomy 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 12 →
1
„და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და დაიცავი მისი დასაცველნი და მისი წესები, და მისი სამართალნი, და მისი მცნებანი ყოველდღიურად.
2
იცოდეთ ეს დღეს, მე არ ველაპარაკები თქვენს ძეთ, რომელთაც არ იციან და არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი დიდება, მისი ძლიერი ხელი და მისი გაწვდილი მკლავი,
3
და მისი ნიშნები და მისი საქმენი, რომელნიც შუაგულ ეგვიპტეში უყო ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას,
4
და რაც უყო ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და მის ეტლებს, როგორ შთაანთქმევინა ისინი მეწამული ზღვის წყალს, როცა ისინი დაგედევნენ, და მოსპო ისინი უფალმა დღემდე,
5
და რაც უდაბნოში გაგიკეთათ, ვიდრე ამ ადგილს მოაღწევდით,
6
და რაც მან უყო დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის, ძეთ, როცა გააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი და მათი სახლები, და მათი კარვები, და მთელი სიმდიდრე, რაც რამ ებადათ მთელს ისრაელში.
7
რადგან თქვენმა თვალებმა იხილეს უფლის ყველა დიდი საქმეები, რომელნიც მან გააკეთა.
8
და დაიცავით ყველა მცნება, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს, რათა გაძლიერდეთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა.
9
და რათა დღეგრძელი იყოთ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
10
რადგან ქვეყანა, სადაც შენ მიდიხარ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც თქვენ გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს, და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს,
11
ხოლო ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხარ, მთიანი და ველებიანი ქვეყანაა და ცის წვიმის წყალს სვამს.
12
ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს. მუდამ მასზეა უფლის, შენი ღმერთის, თვალი წელიწადის დასაბამიდან წელიწადის დასასრულამდე.
13
და თუ სმენით მოისმენთ ჩემს მცნებებს, რომელთაც მე გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით,
14
მაშინ მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას დროულად, ადრეულსა და ნაგვიანებს. და თქვენც მოიწევთ თქვენს მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.
15
და გავუჩენ ბალახს შენს მდელოს შენი საქონლისათვის, და ჭამ და გაძღები.
16
მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და არ გადაუხვიოთ და არ ემსახუროთ უცხო ღმერთებს, და არ ეთაყვანოთ.
17
და მაშინ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე, და დახშავს ცას და არ იქნება წვიმა, და მიწა აღარ მოგცემთ თავის ნაყოფს. და მალევე დაიღუპებით ამ კარგი ქვეყნიდან, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ.
18
და ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები თქვენს გულში და სულში, და შეიბით იგი ნიშნად თქვენს ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად თქვენს თვალებს ზემოთ.
19
და ასწავლეთ ისინი თქვენს ძეთ და ელაპარაკეთ მათ შინ ყოფნისას, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
20
და წააწერეთ ისინი თქვენი სახლების წირთხლებს და თქვენს კარიბჭეებს,
21
რათა გამრავლდნენ თქვენი დღენი და დღენი თქვენს ძეთა იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რამდენ დღესაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
22
რადგან, თუ დაცვით დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც მე გიბრძანებთ შესასრულებლად, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, რათა იაროთ მისი გზით და მიეწებოთ მას,
23
მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენი პირისაგან და დაიმკვიდრებთ თქვენზე დიდ და ძლიერ ხალხებს.
24
ყველა ადგილი, სადაც დაიდგმება ტერფი თქვენი ფეხისა, თქვენი იქნება. უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარე ევფრატიდან განაპირა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
25
წინ ვერავინ დაგიდგებათ. თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ.
26
უყურეთ, მე დღეს გთავაზობთ კურთხევასა და წყევლას:
27
კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს;
28
და წყევლას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
29
და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ, აღავლინეთ კურთხევა გერიზიმის მთაზე და წყევლა – ღებალის მთაზე.
30
იორდანეს გაღმაა ისინი, მზის დასავლის გზაზე, ყარაბაში მცხოვრები ქანაანელების ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მორეს მუხნარის მახლობლად.
31
რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ თქვენ, და დაიმკვიდრებთ მას და იქ დასახლდებით,
32
დაიცავით შესასრულებლად ყველა წესი და სამართალნი, რომელთაც მე გაძლევთ თქვენ დღეს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34