bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Deuteronomy 25
Deuteronomy 25
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 26 →
1
თუ ადამიანებს შორის დავა ჩამოვარდება, წარადგინონ ისინი სამსჯავროს წინაშე. და განსჯიან მათ, და მართალს გაამართლებენ, და დამნაშავეს ბრალს დასდებენ,
2
და თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, მაშინ წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, თვლით.
3
ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ, თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში.
4
ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს.
5
თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და მოკვდება ერთი მათგანი, და შვილი არ დარჩება, მაშინ მკვდრის ცოლი არ უნდა მისთხოვდეს უცხო კაცს, გარეთ, არამედ მისი მაზლი მივიდეს მასთან და შეირთოს იგი ცოლად, და შეუსრულოს მას მაზლობის წესი.
6
და პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, აღადგენს მისი მკვდარი ძმის სახელს, რომ არ წარიხოცოს მისი სახელი ისრაელიდან.
7
მაგრამ თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, ავიდეს მისი რძალი ქალაქის კარიბჭესთან, უხუცესებთან, და თქვას: „არ სურს ჩემს მაზლს სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ სურს მას ჩემი შერთვა“.
8
და დაიბარებენ მას მისი ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან მას. და თუ ადგება ის და იტყვის: „არ მსურს მისი შერთვა“,
9
მივა მასთან რძალი უხუცესთა თვალწინ და გახდის მას ფეხსაცმელს ფეხზე და შეაფურთხებს სახეში, და ეტყვის: „ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ აშენებს თავისი ძმის სახლს“,
10
და დაერქმევა სახელად ისრაელში: „სახლი ფეხთგახდილისა“.
11
თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი ახლოს მივა მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, და გაიშვერს ხელს და კაცის სარცხვენელს მოეჭიდება,
12
მოკვეთე მტევანი. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი.
13
ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – დიდი და მცირე.
14
ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – დიდი და მცირე.
15
საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ,
16
რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
17
გაიხსენე, რა გიყო ყამალეკმა გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,
18
როგორ დაგიხვდა გზაზე და კუდი მოგწყვიტა. შენ კი დაღლილი და ღონემიხდილი იყავი, და არ შეეშინდა მას ღვთისა.
19
და როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე ხსოვნა ყამალეკისა ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34